რეზონანსი
15.02.2019

 გურიის სოფელ მამათში ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახში არაფერი მოუპარავთ, მათ შორის არც საწოლი. ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრების ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა, რომელმაც „გურიის მოამბეს“ უამბო, რომ ქორწლიდან სახლში დაბრუნებულ სიძე-პატარძალს, თითქმის ყველა ნივთი მოპარული დახვდათ.

imedinews-ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ პოლიციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მართლაც შევიდა, რადგან ქორწილიდან დაბრუნებულ სახლის მეპატრონეებს ბინაში ყველაფერი არეულ-დარეული დახვდათ და იფიქრეს, რომ ისინი გაძარცვეს. საქმე 177-ე ანუ ქურდობის მუხლით აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან არათუ ავეჯი და მათ შორის საწოლი, არამედ ძვირფასეულობაც კი არავის მოუპარავს. პოლიციაში აცხადებენ, რომ იმ პერიმეტრზე სხვა სახლების მდგომარეობაც შეისწავლეს და ქურდობის კვალი არსად აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×