რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლისტი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი მსუბუქად დაშავდა, მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. რაც შეეხება ბაიკერს, ის დაცემის შემდეგ მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყიო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×