რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) ჭიათურის ყოფილმა მერმა, ზურაბ კუპატაძემ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დატოვა. როგორც ზურაბ კუპატაძემ განაცხადა, მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს პარტია, სადაც საკუთარ ერთგულ წევრებს პატივს არ სცემენ.

"მას შემდეგ, რაც მე გამგებლის თანამდებობა დავტოვე, პარტია არცერთ საორგანიზაციო საკითხში აღარ მრევდა. აღმოჩნდა, რომ მე სხვა განედზე ვიყავი, პარტია კი საერთოდ სხვაზე.

მუდამ ვცდილობდი, პარტიიდან ჩანერგილი წევრები მომეშორებინა, თუმცა საბოლოოდ პარტიისთვის "თავიდან მოსაშორებელი კაცი" მე თვითონ გავხდი. პარტიის ერთი წევრიც კი ვერ ვიპოვნე, რომელიც ჩემს აზრს გაიზიარებდა და საღი გონების იყო. მე აღმოვჩნდი მარტო და სამწუხაროდ, აღარ მომეცა შესაძლებლობა, გამეგრძელებინა დაწყებული საქმის კეთება, რაც ვფიქრობ, აუცილებლად გამოადგებოდა ჭიათურელებს და ჭიათურის მომავალს. ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება მივიღე და დავტოვე პრტია", - განაცხადა ზურაბ კუპატაძემ "2020NEWS"-სთან.

ზურაბ კუპატაძე არ გამორიცხავს, ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭისყრას, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

ცნობისთვის, ზურაბ კუპატაძე 2016 წელს ჭიათურის მერი გახდა. მან ამ პოზიციაზე ერთი წელი იმუშავა, რადგან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მის ნაცვლად პაატა ნადირაძის კანდიდატურა წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×