რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოში არამდგრადი ამინდი 19 თებერვლამდე ნარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ "პრიამტიამს" განუცხადა.

15-16 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით იქნება დასავლეთ საქართველოში ექვსიდან თერთმეტ გრადუსამდე.

საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია 11 გრადუსი, მთიან რაიონებში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 1-6 გრადუსამდე სითბო, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -3 - +2 გრადუსი.

არამდგრადი ამინდი საქართველოში 19 თებერვლამდე ნარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×