(რეზონანსი) დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების გავრცელებაში ბრალდებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდების მხარემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
დღევანდელი სხდომა დახურული იყო. პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ საქმეშია პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულებები, რაზეც საჯაროდ ყურადღების გამახვილება კანონდარღვევა იქნება.
ზაალ ლატარიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ზაალ ლატარია სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.