რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია.

როგორც მან აღნიშნა, ახალშექმნილი ოჯახების გარდა, აღნიშნული ორგანიზაცია გარკვეული ტიპის სხვა, მათ შორის მრავალშვილიან ოჯახებსაც გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

„ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ლობი. ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ აჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას," - აღნიშნა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×