რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) აჭარაში უცხოელმა მამაკაცმა 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო.

გოგონას დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა.

დედა აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა და გოგონას კი იქ ხშირად ტოვებდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროში გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა.

"ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. თავდაპირველად ბავშვი მემალებოდა და განმარტოვდა, თავს მარიდებდა. ერთხელ დავაფიქსირე, რომ ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე ვნახე ეს მამაკაცი და განვუცხადე, რა უნდოდა ჩემი შვილის გვერდით. დავინახე ბავშვთან მიახლოებული იყო და ხელის უცებ გამოწევამ დამაეჭვა. ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა, მამაკაცს ვუთხარი ოთახი დაეტოვებინა. ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას",- აცხადებს "პრაიმტაიმთან" 8 წლის გოგონას დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×