რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი „თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება:

„ჩანჩურა ბანკის „ქართუს" მფლობელი ივანიშვილი ცდილობს ხელში ჩაიგდოს საათივით გამართული ბანკი „თიბისი". ეს არის ბოროტმოქმედება!

დასანახად ვერ ვიტან ვერცერთ ბანკს, მაგრამ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მამუკა ხაზარაძეს და „თიბისის" ამ ბრძოლაში! ნებისმირი გზით და ფორმით დავუდგები მხარში!"

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×