რეზონანსი
15.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში წალენჯიხის რაიონ დაბა ჯვარის მცხოვრებმა 20 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი დაბა ჯვარში სტავრო ჭანტურია.

"დღის მეორე ნახევარში გავიგეთ ეს სამწუხარო ამბავი. წელიწადზე მეტია, გოგონა დედასთან ცხოვრობდა. დედა ქმარს იყო დაშორებული. რაღაც წამლებს სვამდა. ეტყობა ზედმეტი მოუვიდა", - თქვა რწმუნებულმა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია გოგონას ცხედარს სოფელ ეწერში ჩამოასვენებენ, თუ თბილისში დაკრძალავენ.

cyc.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×