რეზონანსი
15.02.2019

 რუსთავში, ნარკოტიკული თრობის ქვეში მყოფი 2 მოსწავლე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა მოიხმარეს.

"ინფო რუსთავის" ცნობით, 14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და ისინი კლასელები არიან. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.

"2 მოზარდი, ბიჭი და გოგო შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისინი კლასელები არიან. თავიანთივე განცხადებით, რაღაც მოწიეს და იმის შემდეგ დაეწყოთ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ალბათ მალე სახლში გავწერთ. კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს ეს მოზარდებისგან ზუსტად ვერ გავიგეთ, თუმცა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან საქმე არ გვაქვს", - აცხადებს დავით გოგოძე.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი თქმით, 14 წლის გოგომ, თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახურიც. დირექტორის ინფორმაციით, ბავშვები შარტავას გამზირზე იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×