რეზონანსი
14.02.2019

 რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 2 არასრულწლოვანი გოგო მოიწამლა. შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფორუსთავის" ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×