რეზონანსი
14.02.2019

 (რეზონანსი) ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს დღეს უკვე მეორედ დაესხნენ თავს.

ბედუკაძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს, უცნობმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა, რომელიც „პალიტრა ნიუსის" ჟურნალისტს მოხვდა.

შემთხვევა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ლადო ბედუკაძე არ გამორიცხავს თავდასხმათა სერიის გაგრძელებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ის პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრობას" აკისრებს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას პოლიციას ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×