რეზონანსი
14.02.2019

 (რეზონანსი) ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

დაშავებული მოპედის მძღოლია, რომელმაც შემთხვევის შედეგად თავი ბორდიურს დაარტყა.

ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავზე ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×