რეზონანსი
14.02.2019

 (რეზონანსი) ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და ის ამაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულულებს.

„ნაცმოძრაობაზე" მეტი მტერი პოლიტიკურ პროცესებში მე არ მყავს. ეს ადამიანი ფაქტებს ვერ ალაგებს, ვერ ასახელებს ვინ, სად, როდის მოკლეს. ეს არის თითიდან გამოწოვილი სისულელე, აბსურდი. ის ან კარგად დაარიგეს და ვერ დაიმახსოვრა, ან ასეთი მსგავსი რაღაც, წინასწარ დაგეგმილი სცენარი ჰქონდა, ეს განახორციელა, ატეხა ხმაური, ხმაურისთვის სჭირდებოდათ ეს", - აცხადებს ბედუკაძე "ინტერპრესნიუსთან".

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი თენგიზ ნაზღაიძეც ნაცემია ბედუკაძე ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არ იცნობს და დღეს პირველად ნახა.

„ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავი, ეს პირიც ეკლესიაში იყო, მითვალთვალებდა და უკან გამომყვა. ამ ადამიანს არ ვიცნობ, დღეს ის პირველად ვნახე. მითხრა, რომ მე ვარ მკვლელი, ვიღაც მოვკალი, ვარ მწვალებელი, მთელი „ქართული ოცნება" არის მწვალებელი, ილანძღებოდა ბიძინა ივანიშვილის, „ოცნების" მისამართით.

რაც შეეხება იმას, რომ ის მეც ვცემე, იქნება ნაცემი, ხელები მიხატული კი არ მაქვს. ჩემი საპასუხო რეაქცია იყო, რადგან მისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას ველოდი, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით წინააღმდეგობა გავუწიე. გაგვაშველეს, შემდეგ ის მანქანით გაიქცა, ნომერი დავიმახსოვრე", - დასძენს ბედუკაძე.

მან ახლახანს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც დაზიანებების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×