რეზონანსი
14.02.2019

 (რეზონანსი) მამაკაცი, რომელიც ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს თავს დაესხა, თავადაც ნაცემია.

მას დაზიანებები გულ-მკერდის და სახის არეში აღენიშნება. კონფლიქტში მონაწილე აღნიშნული მამაკაცი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება და მას რამდენიმე საათის შემდეგ გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძეს თავს დღეს ქაშუათის ეკლესიასთან დაესხნენ. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×