რეზონანსი
14.02.2019

 (რეზონანსი) ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 35 წლის თენგიზ ნაზღაიძე დაესხა თავს.

მათივე ინფორამაციით, ნაზღაიძე სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა.

შემთხვევა 2006 წელს მოხდა, რა დროსაც, ნაზღაიძემ ურთიერთშელაპარაკებისას ერთი მოქალაქე დაჭრა, მას ბრალი დაუსწრებლად, სწორედ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინეს.

ორი წლის განმავლობაში, იგი ოფიციალურად იძებნებოდა. ნაზღაიძის დაკავება სამართალდამცავებმა მხოლოდ 2008 წელს მოახერხეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძეს თავს დღეს ქაშუათის ეკლესიასთან დაესხნენ. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×