რეზონანსი
14.02.2019

 (რეზონანსი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს.

პროკურატურაში არევაძის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლნისის ყოფილი გამგებლის დაკავება ასევე დაადასტურა ადვოკატმა თამაზ ქოქოშვილმა, თუმცა მისი თქმით, დაკავებულთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მის პოზიციას ბრალის წარდგენის შემდეგ დააფიქსირებს.

გიორგი არევაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2004-2007 წლებში იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×