რეზონანსი
14.02.2019

 არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეს რუსთავში პოლიცია იძიებს. მეშვიდეკლასელ გოგონას, კაცი სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსიში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

მოზარდმა 112-ში თავად დარეკა. გოგოს დედამ ფაქტი დაადასტურა, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი გოგონას მეზობელია და ის უკვე დაკავებულია. შსს-ს ცნობით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×