რეზონანსი
14.02.2019

 ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ საპენსიო ფონდის შესახებ ისევ ბევრი გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვებია. მისი აზრით, ჩვენი ხელფასებიდან ჩამოჭრილი 41 მილიონი ლარიდან დაახლოებით 600 000 უკვე ინფლაციამ შეჭამა.

"სავალდებულო საპენსიო თანხა რომ ჩამოგვეჭრა მათ, ვინც ვმუშაობთ, ხომ გახსოვთ? 41 მლნ ლარია დაგროვებული. ჰოდა, დაახლოებით 600000 ლარი ინფლაციამ უკვე შეჭამა, რადგან მთავრობამ ინვესტიცია არ გააკეთა. საინვესტიციო საბჭო ჰყავს დასაკომპლექტებელი, ანუ ასეულმილიონობით თანხას გვართმევენ და ჯერ ესეც არაა გაკეთებული.

წლის ბოლომდე ვერ ვიზამთო. წლის ბოლოს კი ასე 10 მილიონი ლარი ექნება უკვე შეჭმული ინფლაციას.

მორალი: თუ არ გამოვფხიზლდით, უარესად გადაგვივლიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×