რეზონანსი
14.02.2019

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ უნივერსიტეტის შენობა დატოვა. მანამდე რექტორი ინდივიდუალურ საუბრებს აწარმოებდა იმ სტუდენტებთან, რომლებიც ამ დრომდე შენობაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციას არ შეწყვეტენ.

სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, გიგა ზედანია მათ დაჰპირდა, რომ ხვალ შეიკრიბება შესაბამისი საბჭო, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს. სტუდენტები იმედოვნებენ, რომ საბჭო მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს გამოიტანს. კერძოდ, ბიზნესსკოლას დაუბრუნდება პირვანდელი სახელი და თანამდებობაზე დაბრუნდება გიორგი ქადაგიძე.

სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×