რეზონანსი
13.02.2019

საქმე ეხება ქალაქ ფიოკიერის მერს, ჟან-პიერ ესტიენს, რომლის განკარგულებითაც ძაღლებს მხოლოდ წკმუტუნი შეუძლიათ, ისიც ხმადაბლა, რათა მეზობლები არ შეწუხდნენ. კანონდამრღვევებს ჯარიმის სახით 68 ევროს გადახდა მოუწევთ.

ქალაქის თავკაცი ამტკიცებს, რომ აკრძალვა აუცილებელია, რადგან ქალაქში ძაღლები მუდმივად ყეფენ და მეზობლებს წყნარად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ახალი კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქის მცხოვრებლებმა მერის სახელზე პეტიცია შეადგინეს და ერთ-ერთი ქალის სახლში მცხოვრები ძაღლების პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.

ცხოველთა უფლებების დამცველები ფრანგი მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ მას ძაღლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

მერის მიერ ინიცირებული აკრძალვა ქალაქის საკრებულომაც დაამტკიცა. ძაღლების მფლობელებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ მათ მეზობლები უჩივლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×