რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) 17 წლის მოზარდმა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სიკვდილის წინ სოციალურ ქსელში „სთორი" გამოაქვეყნა წარწერით: „კარგად, მიყვარხართ!".

სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მოტივი შეყვარებულთან დაშორება გახდა. ბიჭი შეყვარებულთან იყო მისული, შელაპარაკების ნიადაგზე კი ის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოხტა. „სთორიზე" ატვირთულ ფოტოზე სწორედ რომ აღნიშნული კორპუსიდან გადაღებული ხედია აღბეჭდილი.

„მარტო ეს გვითხარი და გადახტი ხო, მარტო ეს არ გვყოფნის მამიდას ბიჭოო. მარტო „მიყვარხართ" არ არის საკმარისი ჩემო ერთადერთო, მამიდას გულოო... ამით როგორ დაგვემშვიდობე შვილო",- წერს გარდაცვლილის მამიდა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×