რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ განმუხურიდან გატაცებული 2 მამაკაცის ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი ახლობლების ინფორმაციით, ისინი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან.

"ცხენების გადმოსაყვანად იყვნენ წასული. მესაზღვრეები აქეთ გადმოვიდნენ და დააკავეს ისინი. ვითხოვ ჩემი მეუღლე გამოუშვან. ავადმყოფი კაცია, იქ მოკვდება და არ მინდა იქ მოკვდეს", - ამბობს ერთ -ერთის მეუღლე.

როგორც სუს-ში „პრაიმტაიმს" განუცხადეს, მიმდინარეობს დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხზე მუშაობა. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადმაკვირვებლო მისია.

რუსმა ოკუპანტებმა განმუხურიდან ორი პირი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე მათგანი დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×