რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში 21 წლის ქართველი მამაკაცი იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე პირთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე მიიქცია პოლიციის ყურადღება. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად მას ბელგიაში წარმოებული 5,7 კალიბრიანი პისტოლეტი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა.

დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამჟამად ციხეშია გადაყვანილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×