რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია, საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს.

"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით 62 წლის ემირ გოგოხია და 72 წლამდე ქამირ მიქავა ოკუპანტებმა იარარის მუქარით გადაიყვანეს ე.წ. მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გატაცებული მიქავაგანმუხურის რწმუნებულის მოადგილის მამაა. ორივე დაკავებულს საზღვრის კვეთას ედავებიან და ოკუპირებული გალის წინასაწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში გადაჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×