რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გაიგივება კიდევ ერთი ანეკდოტია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული, საქართველოს და ვენესუელის პროცესები თუ ჰგავს ერთმანეთს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ვენესუელის პროცესები ერთმანეთს შეადარა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×