რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდება. „ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს აწარმოებენ.

როგორც „ნიუპოსტს" გორის მერის წარმომადგენელმა დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში, მურმან ბადაშვილმა განუცხადა, საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აღმოჩენილ საბრძოლო მასალის გაუნებელყოფაზე.

„ჩვენ მხარეს განაღმვითი სამუსაოები დასრულებულია სააოკუპაციო ხაზის იქით ამ დრომდე არ ჰქონდათ ეს სამუშაოები ჩატარებული. დღეს უნდა ააფეთქონ 2008 წლის ომის დროს ნაპოვნი მასალა. სავარაუდოდ, რამდენიმე აფეთქება იქნება და მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ არ შეშინდნენ"-აცხადებს მურმან ბადაშვილი.

 

"ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×