(რეზონანსი) 13 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთავში საკუთარმა ბიძამ მოკლა, მკვლელობამდე 1ერთი დღით ადრე დახმარებას ითხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ეზოში მყოფ მეზობლებს უყვებოდა, რომ ბიძამისი ბაბუას ფიზიკურად უსწორდებოდა.
რას აცხადებენ ის მამაკაცები რომლებიც ბინაში პირველები შევიდნენ, რა ვითარება დახვდათ სახლში და ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას.
"ფსიქიატრიულმაც და ნარკოლოგიურმაც პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე. მივიყვანეთ და უკან გამოგვატანეს ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც ეგონათ რომ იყო ადეკვატური და სრულიად ჯანმრთელი, რომელმაც 14 ჭრილობა მიაყენა ბავშვს და სადისტურად აწამა", - განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა. (სრული კომენტარი ნახეთ ვიდეოში)
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქემ თავად თქვა მკურნალობაზე უარი, ამავდროულად მას არ აღენიშნებოდა აქტიური ფსიქოზი და გარშემომყოფებისთვის საშიში, მოცემულ მდგომარეობაში არ ყოფილა.
ინფო რუსთავი