რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) ბელგიაში ყველა აეროპორტმა მუშაობა 24 საათით შეწყვიტა. მთელი დღის განმავლობაში დახურული იქნება ბელგიის საჰაერო სივრცე. მიზეზი აეროპორტების სხვადასხვა განყოფილების, მათ შორის დისპეტჩერების, მაშველებისა და აეროპორტის პოლიციის გაფიცვა გახდა.

აეროპორტის მუშაკების მთავარი მოთხოვნება ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, ასევე დასვენების დღეების რაოდენობის გაზრდაა. გაფიცვა ადგილობრივი დროით საღამოს 10:00 საათზე დასრულდება.

ფრენების კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, გაფიცვის გამო არ არსებობს მგზავრების უსაფრთხოების დაცვის გარანტია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით, არც ერთი რეისი არ შესრულდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×