რეზონანსი
13.02.2019

 ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე სულ სამი პირია დაკავებული. ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან ერთად დაკავებულია გრიშა მარღანია და გიორგი კიკნაძე. სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. აქედან კიკნაძეც ზარდიაშვილის ნათესავია. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წლის წინ ისნის გამგეობაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კიკნაძემ გამოცდები ვერ ჩააბარა, დასუფთავების სამსახურში დაასაქმეს. პარალელურად კი ის ისანში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილთან მის ნათესაურ კავშირს, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. ისინი ერთობლივად ფლობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კომერციულ ფართს, რომელსაც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ. კიკნაძე ხშირად მონაწილეობს თვითმმართველობის ორგანოს ღონისძიებებში, სადაც ის საკრებულოს დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთანერთად ჩნდება. "კურიერმა" ის ფოტომასალაც მოიპოვა, სადაც კიკნაძე და ზარდიაშვილი ერთად არიან გადაღებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×