რეზონანსი
13.02.2019

 21 წლის ნინო კობაიძე პატრულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა მოსამართლემ იგი შენიშვნის მიცემის შემდეგ გაათავისუფლა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა იმ სოციალურ მუშაკზე იძალადა, რომელმაც მისი შვილის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილება მიიღო. ერთი წლის გოგონა სახლიდან რამდენიმე დღის წინ წაიყვანეს სოციალური აგენტის დასკვნით ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა.

დაპირისპირება მეტროს ვაგონში მოხდა, ნინო კობაიძე სააგენტოს თანამშრომლისგან, ნანი მახათაძისგან, ითხოვდა განმარტებებს, თუ რატომ გადაიყვანეს მცირეწლოვანი საკუთარი ოჯახიდან მინდობით აღზრდაში.

მეტროს ვაგონში ამ ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო, თუმცა, ნანი მახათაძე ამბობს, რომ მხოლოდ ერთადერთი ახალგაზრდა გამოესარჩლა და ფიზიკური დაპირისპირებისგან დაიცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×