რეზონანსი
13.02.2019

 ხელვაჩაურში წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამი მუშა დაშავდა. შპს „ბათუმის წყლის" ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, არხში ჩავარდნენ და დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×