რეზონანსი
13.02.2019

 ხილიანზე, სადაც საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, ოჯახის დიასახლისი ცოცხალია და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი. „ინტერპრენიუსს“ შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს სახლში ცხედარი არ აღმოუჩენიათ, ხოლო სახლში მცხოვრები ქალბატონი ამ ეტაპზე უსაფრთხოდ იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგნელის ინფორმაციით კი, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

3 საათის წინ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში ის მამაკაცი დააკავა, რომელმაც სახლშ გადაწვა. დაკავებული დ.ვ. სწორედ იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხილიანზე ხანძარი გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×