რეზონანსი
12.02.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დაკავებული იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხილიანზე ხანძარი გაჩნდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებული პირი დედაზე სისტემატიურად ძალადობდა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი მამაკაცმა მიზანმიმართულად გააჩინა. მათი თქმით, მსგავი ფაქტი დ.ვ-მ შარშანაც ჩაიდინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×