რეზონანსი
12.02.2019

 (რეზონანსი) დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის"წევრი ლევან ხაბეიშვილი და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.

უმრავლებოს წევრსი რევა სოხაძის თქმით, ტერიტორიას საზოგადოებრივი ზონის სტატუსი შეეცვლება და ეს მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო ხდება.

„შენ ხარ თავხედი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თავხედი კოლეგა გვყავს საკრებულოში. ოპონენტები არაკვალიფიციურები არიან. ამოიღებენ ფოტოებს და იმაზე საუბრობენ, " - განაცხადა სოხაძემ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

თავის მხრივ ხაბეიშვილმა სოხაძეს მიმართა, რომ იტყუება და მისი საუბარი უზდელობაში გადადის.

ამავე საკითხს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა, რასაც ხაბეიშვილთან მისი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×