რეზონანსი
12.02.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერის დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ადვოკატი დავით კირკიტაძის 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×