რეზონანსი
12.02.2019

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარი მოწმის მიხეილ კალამდია იკითხება. მან ჩვენება უნდა მისცეს მკვლელობის ეპიზოდზე. სასამართლოშია ასევე მისი ძმა. სხდომათა დარბაზში შესვლამდე კალანდიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მიხეილ კალანდია სწორედ ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. მეორე არასრულწლოვანს, გ.ბ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა, როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ ერთი ბრალდება მოუხსნა და ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×