რეზონანსი
12.02.2019

 წყნეთში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ 7 ადამიანია დაშავებული. ექიმების თქმით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ექვსი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანეს, რეგიონალურ ჰოსპიტალში კი ერთი პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.

 როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოყვანილია 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენის შედარებითი მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები", - ამბობს ირაკლი ფირცხალაიშვილი.

წყნეთში მიმავალ ავტობუსს სავარაუდოდ მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×