რეზონანსი
11.02.2019

 (რეზონანსი) დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ.

"კივილი რომ გავიგონეთ, გავიქეცით და დავინახეთ, რომ ქალი წაქცეული იყო და ტიროდა დამჭრესო. ჩხუბის ხმა ნამდვილად არ გამიგია", - აღნიშნავს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურის მეთვალყურე. მისი თქმით, ადგილი სადაც სავარაუდოდ ყოფილმა ქმარმა ცოლი დაჭრა, მხოლოდ საწყობებია.

43 წლის ქალი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, მას ზურგის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებულია.

უცნობია დააკავეს თუ არა მამაკაცი პოლიციელებმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×