(რეზონანსი) ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი ყვეება, რომ 13 წლის ბავშვი ბიძის, ვალერი ირემაძის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა.
რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამირან ჯანჯღავა აცხადებს, რომ "ბოლო პერიოდში დაკავებულს აღენიშნებოდა ჰალუცინაცია, ის იყო არაადეკვატური, ვერ აცნობიერებდა არსებულ გარემოს, ჰქონდა მოჩვენებითი სამყაროს მიმართ მყარი მიდრეკილება. ის ამბობდა, რომ გარესამყაროსგან იღებდა აბსურდულ დავალებებს".
„ბავშვი ბიძის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ბავშვის აღზრდაში. რომ არა შეურაცხადობა და გაუაზრებელი ქმედება, ეს შედეგი არ დადგებოდა", - განაცხადა ბრალდებულის ახლობელი.
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.