რეზონანსი
11.02.2019

 (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა, თუმცა, ზრდადია:

„ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს წითელასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტი გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემით, პირველი იანვრიდან დღემდე, 1370 შემთხვევაა წითელასი.

25 000 ადამიანია დამატებით აცრილი. აქ არ იგულისხმებს გეგმური აცრა, რომელიც ბავშვებში ტარდება. ერთადერთი საშუალება, რომ შევაჩეროთ წითელა, არის მასობრივი ვაქცინაცია. ვინც არ არიან აცრილები ან არ აქვთ გადატანილი წითელა, ვთხოვ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს და ჩაიტარონ აცრა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×