რეზონანსი
11.02.2019

 (რეზონანსი) სიცხე და ორსულობა ერთმანეთს არ უხდება. მაღალი ტემპერატურა ორსულისთვის მხოლოდ არაკომფორტული კი არ არის, შესაძლოა, ამან ბავშვის ჯანმრთელობაც დააზიანოს - კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ეს უდიდესი პრობლემა გახდება.

კვლევში, რომელიც ამერიკულმა გულის ასოციაციამ ჩაატარა, ნათქვამია, რომ 2025-დან 2035 წლამდე შესაძლოა, ბავშვების უმეტესობა თანდაყოლილი გულის დეფექტებით დაიბადოს. ეს „დედაზე" კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნებათ დედებს, რომლებიც ორსულად გაზაფხულზე და ზაფხულში იქნებიან. კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, 7000-მდე ასეთი შემთხვევა გამოიწვიოს.ბუნდოვანია, რა კავშირი შეიძლება იყოს სიცხესა და თანდაყოლილ გულის პრობლემებს შორის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცხემ შესაძლოა, ნაყოფის უჯრედების სიკვდილი გამოიწვიოს და უარყოფითად აისახოს პროტეინებზე, რომელიც ნაყოფის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს.

„ჩვენი კვლევა ცხადყოფს კლიმატის ცვლილების შეუქცევად პროცესებს და მის კავშირს, არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ ადამიანების სიცოცხლესთან. ის გვაჩვენებს, რომ ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება," - აცხადებენ მკვლევარები.

კვლევების ავტორებმა შეისწავლეს, როგორც რისკები, ისე კლიმატის მონაცემები ამერიკის მთავრობისგან. ამ მონაცემების მიხედვით, აშშ-ს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურები ელოდება. ნიუ იორკის შუაგული, როგორიცაა ჯორჯია და სამხრეთ კაროლინა, ზაფხულის თვეებში, ყველაზე მაღალი ტემპერატურებისთვის უნდა მოემზადონ, ისევე, როგორც ტეხასი, არკანზასი და .ა.შ.

 

"Fortuna.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×