რეზონანსი
11.02.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ბელგიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას შოუს უწოდებს.

როგორც ძაბირაძემ "2020NEWS"-თან საუბარში განაცხადა, სააკაშვილს დაძაბულობის გადმოტანა საქართველოში უნდა. მისივე თქმით, თუ სააკაშვილმა მოახერხა და საზოგადოებაში დაძაბულობას შექმნის, მაშინ ის გაიმარჯვებს.

"სერიოზულ შეფასებას ვერ მივცემ, ეს იყო შოუ. მოკლედ, რომ ვთქვა ეს იყო პიარი. ადამიანი აქტიურობს, ცდილობს რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში, ამიტომ აკეთებს ასეთ შეხვედრებს. პოლიტიკურ აქტიურობას ამჟღავნებს და ამისთვის სჭირდება ეს შეხვედრები. ამ შეხვედრის დროს ცუდი იყო ის, რომ ემიგრანტების ნაწილმა ამ პიარის ჩაშლა მოინდომეს და დაიწყეს იქ კონფლიქტი. რა თქმა უნდა ჯობდა ეს არ ყოფილიყო", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "2020NEWS"-თან საუბარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×