რეზონანსი
11.02.2019

 ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ხმაურით წარიმართა. ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ  ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

კონგრესის სასახლის შესასვლელში დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.

ვინ გამოიყენა წიწაკის სპრეი მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ შეკრებილი ემიგრანტების მიმართ? როგორც სოციალურ ქსელში იწერება, ეს ზურა ავალიშვილია, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი გახლავთ.  ის თელეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო პარტია ნაციონალური მოძრაობიდან,  ახლა კი სტრასბურგში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×