რეზონანსი
11.02.2019

 ინციდენტი ლიეჟის კონგრესის დარბაზში - ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლი ესროლა. ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა იგი  სწორედ ამ დროს დააკავეს. ახალგაზრდა დარბაზიდან გაიყვანეს. მამაკაცმა განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს პირადი წყენა, რადგან მან რამდენჯერმე დააკავა.

გარდა ამ შემთხვევისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას დარბაზის გარეთაც. ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას შეეცადა. იყო მცდელობა შეხვედრის ჩაშლის. კონგრესის სასახლეში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რეგისტრაციის გავლას, მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×