რეზონანსი
11.02.2019

 პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ლიეჟში გამართულ დღეავანდელ შეხვედრას ეხმიანება:

"სააკაშვილმა (სამარცხვინოდ ცარიელი დარბაზის პირობებში) მორიგჯერ ვერ მოახდინა ტრიუმფი, მაგრამ მორიგჯერ მოახერხა ქართველი ემიგრანტების გახლეჩა და დაპირისპირება! ძალზედ მაინტერესებს, დღევანდელი შეკრების ყურებისას:

ა) თუ გრძნობდა "ქართული ოცნება", რომ ის დამნაშავეა მაოხრებელ გზირად სააკაშვილის დატოვებაში;

ბ) როდემდე აპირებს პროკურატურა არ იმოქმედოს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდეს ამ პოლიტიკური პროვოკატორის, ამ სამხედრო დამნაშავის დაკავება;

გ) NDI და ტრამპზე აჭრილი ქალბატონი ლორა თორტონი მომიკითხოს ვინმემ. NDI-ს მომავალი კვლევისას, სააკაშვილთან დარბაზში მხოლოდ 3 კაცი რომ იჯდება, ნაცმოძრაობას 100% დაუწეროს რეიტინგად. ქალბატონი ლორაც, ეტყობა, მის კვლევებს 60-მეტრიან დროშას აფარებს.

P.S. ამდენი ხალხი (და ამაზე მეტი) ყოველდღიურად ჩვენი პარტიის სათავო ოფისში მუშაობს”, – წერს ირმა ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×