რეზონანსი
11.02.2019

 ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრაზე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზეც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში შეკრებულ ემიგრანტებს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლაზე ამჯერადაც თავი შეიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×