რეზონანსი
10.02.2019

 ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა  ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიეჟში პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ადგილზე მისულ განსხვავებული აზრის მქონე ემიგრანტებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალება არ აძლევენ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ძალიან კარგს შვრებიან, თუ არ უშვებენ“.

„განსხვავებული აზრის გამო ჩავიდნენ ბიძინასთან. აქ მაინც დაგვალაპარაკეთ თავისუფლად, კაცო. ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ლიეჟში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იკრიბებიან, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×