რეზონანსი
10.02.2019

 ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქალაქ ლიეჟში, "კონგრესის სასახლეში", სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ემიგრანტების შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე დამსწრე ადამიანების ნაწილს, შენობაში შესვლის საშუალებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არ აძლევენ, რასაც რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.

როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

შეკრებისთვის ბელგიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ. შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა "ერთად სახლში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×