რეზონანსი
10.02.2019

 (რეზონანსი) ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ნაგვის ურნების არარსებობის გამო ნაგავსაყრელი მდინარე კინტრიშის პირას მოაწყვეს. მდინარე შავ ზღვაში ჩადის და მას ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნაგვით აბინძურებს.

გაზაფხულსა და ზაფხულში გელაურის დასახლებაში შეუძლებელია გაჩერება. ნაგვის სუნი და მძიმე სანიტარული მდგომარეობა ქობულეთის ამ ნაწილში სხვადასხვა დაავადებების რისკს ზრდის. იხოცება შინაური ფრინველი. დაავადებები გადააქვთ მწერებს. ადგილობრივების თქმით მდინარის ხეობაში ნაგავს მთელი ქობულეთი უკვე წლებია ყრის. გელაურში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტმა იცის, თუმცა, მათ სანაგვე ურნები ამ დრომდე არ დაუმონტაჟებიათ.

 

"ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×